ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
26-06-2018, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გონერი მეფარიშვილმა სოფელ ბზვანში გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

 

 

„ბზვანის საავტომობილო გზაზე აღდგენითი სამუშაოების 90% უკვე შესრულებულია. მთლიანობაში აღნიშნული გზის 1,600-მეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, მიმდინარეობს ქვიშა-ხრეშოვანი გვერდულების მოწყობისა და სანიაღვრე არზების გაწმენდის სამუშაოები.

 

 

სოფელ ბზვანში საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 448 790 ლარი დაიხარჯება, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საქმილსადენმშენი“ ახორციელებს.

 

 

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად სოფელ ბზვანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 20 ივლისს უნდა დასრულდეს", აღნიშნულია ვანის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი