„დელტამ“, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენაზე - „ევროსატორი“, ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია წარადგინა
26-06-2018, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენაზე - „ევროსატორი“ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს „დელტადან“ აცნობეს, მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „ევროსატორი 2018“, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 11-15 ივნისს გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო თავდაცვითი მრეწველობის 1 800-ზე მეტმა კომპანიამ მსოფლიოს 63 ქვეყნიდან. გამოფენას 227 ოფიციალური დელეგაცია, ჯამში 58 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო.

 

 

„სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ გამოფენაზე წარმოადგინა ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები, მათ შორის, მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, 60, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები, მოდერნიზებული ხელის ყუმბარმტყორცნი, მოდერნიზებული ოპტიკურ-ელექტრონული სენსორული ბლოკით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, ჯავშანჟილეტები MK-1 და MK-2, ჯავშანჩაფხუტები, 12,7 მმ კალიბრის ანტიმატერიული შაშხანა, უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული უნიფიცირებული დისტანციური მართვის მოდული და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი.

 

 

ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლის და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია. დელტას გენერალურ დირექტორთან უჩა ძოძუაშვილთან ჩაიწერა ინტერვიუები ისეთი წამყვანი სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოების მიერ, როგორიცაა Army Recognition World Defense & Security News და Army Guide.

 


განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უხმაურო ნაღმმტყორცნმა GNM-60, მოდიფიცირებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა დიდგორმა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკმა", აღნიშნულია „დელტას" ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი