სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2018“ გაიხსნა
26-06-2018, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით, „გელათი 2018“ დაიწყო.

 

 

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ტაქტიკურ-ოპერატიული დონის სამეთაურო საშტაბო-სწავლება მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება და მასში დასავლეთ სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

 

 

„გელათი 2018“ დღეს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება უწყებათაშორის თანამშრომლობაზე გაამახვილა. სწავლება მიზნად ისახავს იმ კომპონენტების დახვეწას, რაც აუცილებელია საბრძოლო მოქმედებებისა და თავდაცვის ოპერაციების წარმოების დროს.

 

 

სამეთაურო-საშტაბო სწავლება განხორციელდება კომპიუტერის გამოყენებით, რომელიც ბრიგადის თავდაცვითი ოპერაციების შემუშავებასა და გაუმჯობესებაზე იქნება ფოკუსირებული. სწავლების ყველა ფაზაში ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლებების სახელმძღვანელოს დირექტივები გამოიყენება.

 


„გელათი 2018“-ის მოსამზადებელი ფაზა 26-29 ივნისს ჩატარდება, 2-6 ივლისს კი მესამე ქვეითი ბრიგადა აღსრულების ფაზას უმასპინძლებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი