წყალტუბოში, „ტურიზმის განივთარების ცენტრში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თბილისდან ჩამოსულმა პროფესორებმა - პედიატრმა ივანე ცხომელიძემ, ბავშვთა კარდიოლოგმა, აკადემიკოსმა - გიორგი ჩახუნაშვილმა, ოფთალმოლოგმა - მალხაზ ჩიქოვანმა (უახლესი აპარატურით), უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს.
სოციალურ აქცია ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიას „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ინიციატივით ჩატარდა. როგორც კომპანიის სოციალური პროექტების დირექტორმა, პედიატრმა ივანე ცხომელიძემ განაცხადა, კომპანია მსგავსი ტიპის აქციებს საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
„ჩვენ ვიყავით ნიქოზში, ანალოგიური გასვლა დაგეგმილი გვაქვს სვანეთში. მედიცინის ამ დარგში ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები, აკადემიკოსები არიან ეს ადამიანები, ისინი ადგილზე ჩამოდიან და სინჯავენ ბავშვებს. საჭიროების მქონე პაციენტებს ვეხმარებით უფრო საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარებაში", განამრტა ივანე ცხომელიძემ.
ბავშვთა პედიატრიის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა ბავშვებს და მის მშობლებს მოკლე ლექციაც ჩაუტარეს.
„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” სოციალური პროექტი იმერეთში პირველად განხორციელდა. ადგილზე აქციის მხარდამჭერი და ორგანიზატორი იყო „ოტია იოსელიანის საზოგადოება“.
აქციაზე იმყოფებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მედიკოსებს მადლობა გადაუხადა უანგარო დახმარებისთვის.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.