ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ მხარის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

საღვთო ლიტურღიას რუმინეთის ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული საერო და სასულიერო პირები, მათ შორის, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში კახა სამხარაძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და მხარის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საზეიმო წირვა–ლოცვის შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, სადღესასწაულო კონცერტი მოეწყო, რომელშიც ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ.
დღესასწაულზე მისულ სტუმრებს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელოვანებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ.

ადიგენელებს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე მეუფე თეოდორემ, გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და მერმა ზაქარია ენდელაძემ მიულოცეს.
ინფორმაციასა და ფოტომასალას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.