ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ბავშვების ნახატების გამოფენა გაიმართა.
გამოფენა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ბავშვებმა ამ თემაზე სხვადასხვა ჟანრში შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს, თავდაცვის სამინისტროს სახელით, დაღუპულ მებრძოლთა შვილებს საჩუქრად სახატავი ალბომები, გუაშებისა და ფუნჯების ნაკრები გადაეცა. გალერეის ადმინისტრაციისგან კი, პატარებმა სამხატვრო კურსის დასრულების დიპლომები აღმნიშვნელი მიიღეს.
2017 წლის ოქტომბრიდან, აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა 11 ბავშვს ხატვის გაკვეთილები ელენე ახვლედიანი სახელობის ბავშვთა სურათების გალარეისა და თავდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით უტარდებათ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.