ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, ჩემპიონ გოგონებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ქალაქ ქუთაისში გამართულ ფინალურ შეხვედრაზე ხარაგაულის გუნდს, სოფელ ვერტყვიჭალის კალათბურთელ გოგონათა გუნდი(მწვრთნელი ნუგზარ კაპანაძე) წარმოადგენდა. დაძაბულ შეხვედრაში საბოლოო გამარჯვება ხარაგაულის გუნდმა მოიპოვა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 80:69 დაამარცხა.
იმერეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები გარდამავალი თასით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშეები ორივე მხრიდან, რომელთაც საუკეთესო მოთამაშის პრიზები გადაეცათ.
იმერეთის ჩემპიონატი გოგონათა შორის კალათბურთში „საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა" და „იმერეთის კალათბურთის ფედერააციის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.