საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებს აშშ-ს კონგრესში გუნდი პოზიტიურად აფასებს.
„ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესში თავდაცვის, უსაფრთხოების და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს და მოლაპარაკებებს მართავს. ამერიკელ კოლეგებთან მოქმედი პარლამენტის თანამშრომლობა ძლიერდება, საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებს აშშ-ს კონგრესში გუნდი პოზიტიურად აფასებს“, აცხადებს თალაკვაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.