[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
საუდის არაბეთის პრინცი: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ინვესტიციების ჩადებას საქართველოში
10-06-2015, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ინვესტიციების ჩადებას თქვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუდის არაბეთის პრინცმა, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდმა განაცხადა.

პრინცის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა ეკონომიკური სიტუაციისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია ამ დიდებულ ქვეყანაში.


„ჩვენ დავპირდით პრემიერ-მინისტრს, რომ დავბრუნდებით. პრემიერ-მინისტრის ლიდერობით, საქართველოს ხილვადობა მსოფლიოში გაიზარდა, ეკონომიკური სტაბილურობა განმტკიცდა და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოში ინვესტირებას", - განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.


მთავრობის მეთაურმა პრინცს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.

 


„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი, ვიმსჯელეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე. ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ინვესტიციებზე, ტურიზმზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა საუდის არაბეთის პრინცს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.



 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი