„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად „ქართუს“ რეზერვი ამოეწურა და ახლა ისიც კი არ იქნება გასაკვირი „თუ „ქართუს“ მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში“.
„თუ ჩვენ გადავხედავთ „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ამ ექვსი წლის განმავლობაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ესენი არიან შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, რომელთაც არავინ იცნობდა არასდროს და ვერც ვერავინ გაიცნობდა, რომ არა ის, რომ ისინი მუშაობდნენ „ქართუ ბანკში“ ან „ქართუს“ სისტემაში რაღაცა ასე ვთქვათ, დაკავშირებულ სტრუქტურებში, ამოიწურა „ქართუს“ რეზერვი და ნურც ის გაგვიკვირდება თუ „ქართუს“ მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში. ახლა უკვე უცხოეთში ეძებენ, უცხოეთი მოგეხსენებათ რომ არ არის „ქართუს“ გავლენის სფეროში და კარგი იქნება თუ მართლა რომელიმე პროფესიონალს მოიწვევენ საზღვარგარეთიდან, მაგრამ მე ეჭვი მეპარება რომ ღირსებისა და პროფესიული ნიშნების მქონე ადამიანმა ამ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვიტოს მუშაობა“, განაცხადა რომან გოცირიძემ მედიასთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.