„ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, ნოზაძე მართვითი სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნილია.
„დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური. მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და ადექვატური. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში,", განუცხადა გელანტიამ ჟურნალისტებს.
ირაკლი ნოზაძე ორი დღის წინ, 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერლის დაჭრის ფაქტზე, 2 პირი - თამთა ჯანჯღავა და ნათია თოფურია დააკავა.
ერთ მათგანს მკვლელობის მცდელობა, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.