ლევან იზორია GDRP-ის პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო
27-06-2018, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ რეიდის ოპერაცია განახორციელა. ამ ეტაპზე ქვედანაყოფის მომზადების მე-9 კვირა მიმდინარეობს, რომელიც ბატალიონის საბრძოლო სროლების დროს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას და აღდგენას მოიცავს. წვრთნის ეს ეტაპი ასევე მომდევნო საველე სწავლებისათვის მომზადებასაც გულისხმობს, რომელიც მოგვიანებით ჩატარდება.

 


საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ ლევან იზორია წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად შეხვდა, მადლობა გადაუხადა სწავლებაში აქტიური მონაწილეობისათვის და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 


ამ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) საველე სწავლების ფარგლებში 43-ე ბატალიონი 6 საწვრთნელ წერტილზეა გაშლილი. თითოეულ საწვრთნელ უბანზე სხვადასხვა ტიპის სამხედრო მომზადება მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბატალიონის საველე შტაბს ესტუმრა და დეტალურად გაეცნო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობას.

 


საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაზრდელად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში სისტემების განვითარებისა და ინსტიტუციონალიზაციის გზით, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნება ტაქტიკური ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, წვრთნის აღჭურვისა და დაკისრებული ეროვნული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი მზადყოფნის დონეზე შენარჩუნების დამოუკიდებელი შესაძლებლობების განვითარება.

 


წვრთნებს მხარს უჭერს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები - კაპიტნის საკარიერო სკოლა, არტილერიის სკოლა და ლოგისტიკის სკოლა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინიტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი