„ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მინისტრთა კაბინეტი არ ყოფილა წარმატებული და არ არსებობს წინაპირობა, რომ მაინცდამაინც ბახტაძის მინისტრთა კაბინეტი იყოს წარმატებული", აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.
რატიანი მიიჩნევს, რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები ხარჯების შემცირებას არ გამოიწვევს.
„რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, არ არსებობს არანაირი ხედვა, თუ რატომ და როგორ უნდა იყოს შემცირებული და არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ იქნება ძალიან სერიოზულად შემცირებული ბიუროკრატიული აპარატი და ხარჯები ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ მნიშვნელოვან ცვლილებას ამ შემთხვევაში“, განუცხადა რატიანმა ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.