არჩილ თალაკვაძე: „სად არიან ის ოპოზიციონერები, ხმამაღალ განცხადებებს რომ აკეთებდნენ, თბილისის მერია პარკინგებს 1 ლარად ბიძინა ივანიშვილს აძლევსო?”
27-06-2018, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სად არიან ის ოპოზიციონერები ხმამაღალ განცხადებებს რომ აკეთებდნენ თბილისის მერია პარკინგებს 1 ლარად ბიძინა ივანიშვილს აძლევსო?” - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია.

 


„ახლა რას იტყვით საინტერესოა! რომელიმემ გამოხატეთ ინტერესი პროექტის მიმართ ან მონაწილეობა მიიღეთ საჯაროდ გამოცხადებულ კონკურსში? საზოგადოებას მობეზრდა თქვენი 1 კვირიანი განცხადებები” - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 


თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია, რაც მისი თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნეს აქტივობა საკმაოდ დაბალია. ინტერესთა გამოხატვა 22 ივნისს დასრულდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი