საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია გაფართოვდება. მისი თქმით, ამ მიმართულებით სამართალდაცავი ორგანოები მუშაობენ.
„ამ სიაში შესული არიან ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე და მე გუშინაც განვაცხადე რომ, ბუნებრივია, მოხდება სიის გაფართოება - სამართალდამცავი ორგანოები ამაზე ინტენსიურად მუშაობენ. ამ სიაში მოხვდებიან არამარტო ისინი, ვინც ჩაიდინეს სასტიკი დანაშაულები, არამედ ისინიც, ვინც ხელი დააფარეს შემდეგ ამ დანაშუალს", განუცხადა „რუსთავი 2"-ს მთავრობის მეთაურმა.
საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი. განცხადება ამის თაობაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.