არჩილ თალაკვაძე: 30 დღის ვადაში მოქმედებების შედეგად პასუხისგებაში მიეცა ცხრა ადამიანი და აქედან შვიდი პატიმრობაშია
27-06-2018, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარზე ყველა კითხვას გავცემთ პასუხს - საზოგადოება დარწმუნდა, რომ მხოლოდ სიმართლის დადგენა გვაინტერესებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

 


„მინდა აკაკი ბობოხიძეს ვუპასუხო, რომელმაც თქვა: დუმილი ძვირი დაგიჯდებათო. ბატონო კაკო! მგონი უხმო რეჟიმში უყურებთ საგამოძიებო კომისიის სხდომებს. თუ შეიძლება დამიდასტუროთ, მართლა ხმა გაქვთ თუ არა ჩართული - დუმილი ჰქვია იმ სამუშაო პროცესს, რაც კომისიაში მიდის?! კომისიის ყველა წევრს გვაქვს კონკრეტული კითხვები და საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ სიმართლის დადგენა გვაინტერესებს. რაც უკვე აშკარად გამოიკვეთა არის ის, რომ რეალურად 30 დღის ვადაში არის ჩატარებული ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეში დევს და რაზეც მტკიცებულებები არის შეკრებილი, პასუხისგებაში მიცემულია ცხრა ადამიანი და აქედან შვიდი პატიმრობაშია. შედეგი ეს არის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი