„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილების მიღება ნატოს სამიტზე. ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის თქმით, ნატოში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის კუთხით, პოლიტიკა თანმიმდევრული და მიზანმიმართული იქნება.
„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში, არაერთი ინიციატივა ხორციელდება ნატოსთან თანამშრომლობით, რაც, ბუნებრივია, აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთმინებით დაველოდებით თითოეულ იმ ნაბიჯს, რომელიც არის დაკავშირებული ნატოში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციასთან. ამ კუთხით, ჩვენი პოლიტიკა იქნება თანმიმდევრული და მიზანმიმართული“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.