კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იმის შესახებ რომ, ზუგდიდში უნდა აშენებულიყო ახალი საავადმყოფო, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე აფხაზეთის მოსახლეობას შეღავათიანი ფასებით უნდა მომსახურებოდა, ბიძინა ივანიშვილის მედიის წამომადგენლებთან 4 თებერვალს გამართული შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
ამ საკითხზე კომენტარისთვის guardian.ge ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდა. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება და ის წინასაარჩევნო დაპირებად არ დარჩება.
"ბატონი სერგეენკო ორჯერ იმყოფებოდა ზუგდიდში, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდში არა მარტო ახალი საავადმყოფო, არამედ სასწავლებელიც უნდა გაიხსნას, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე აფხაზეთის მოსახლეობას. მომსახურება იქნება ძალზე შეღავათიანი ფასებით, ან შეიძლება ითქვას უფასოც კი. ასევე საავადმყოფოს ექნება სასტუმროს ტიპის შენობა, სადაც ავადმყოფების ნათესავები, რომლებიც იქნებიან სხვა რაიონებიდან, ან ენგურს გაღმა მცხოვრებნი, გაჩერდებიან და დაისვენებენ. ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება და ზუგდიდს უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო კომპლექსი ექნება", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
შეგახსენებთ, რომ ექს-პრემიერმა ივანიშვილმა, 4 თებერვალს მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციისას, აღნიშნული თემით დაინტერესებულ ერთ-ერთ ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა: "საავადმყოფოს პროექტირება მიმდინარეობს და ძალიან სერიოზული მუშაობაა დაწყებული ამ მიმართულებით. გადაამოწმეთ ეს სერგეენკოსთან. ჩემს დროს პროექტირების ეტაპი უკვე სრულდებოდა...".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.