ვიდეო: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის იუბილის აღსანიშნავად, „არმიჰოლში“ ღონისძიება გაიმართა
28-06-2018, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ორი წლისაა. საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

 


სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში DIB სკოლის როლზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, DIB სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. ამ კონტექსტში მან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და ნატოს ექსპერტთა ჯგუფს, პროექტის ლიდერ და მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორ ქვეყანას, გერმანიას, ასევე, ნიდერლანდების სამეფოს, იტალიას, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


DIB-სკოლის გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სტუმრებს ანგარიში სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია გვენეტაძემ წარუდგინა.

 


თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) იუბილე ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანმა, შტეფან ანიქოფერმა, საქართველოში გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვაკეთის, თურქეთის რესპუბლიკის ელჩებმა მიულოცეს. მათ სკოლის მიღწევები შეაფასეს და ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 


ღონისძიება ოფიციალური მიღებით გაგრძელდა, რომელიც მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ბენდმა გააფორმა.

 


სკოლის ორი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოპუსის, არასამთავრობო სექტორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

 


თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ვითარდება.

 


სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

 


ნატოს გენერალურმა მდივანმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და გადამზადებული პერსონალის რაოდენობის შესახებ ანგარიშში აღნიშნა და ხაზი გაუსვა იმ როლს, რომელსაც სკოლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებისათვის ასრულებს.

 

 

საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანმა, შტეფან ანიქოფერმა - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა:

 


„მაქვს პატივი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ორი წლის იუბილე მივულოცო, განსაკუთრებით კი, ვულოცავ ამ დღეს სკოლის გუნდს. მათ მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ - მათ უნდა შექმნან ახალი პლატფორმა ქვეყანაში და ამავდროულად შეინარჩუნონ ის კარგი ტრადიციები, რაც ქვეყანაში უკვე არსებობს. ისინი ქმნიან ახალ არქიტექტურას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის. ყველაფერს საუკეთესოს და როგორც ჩვენ საზღვაო ძალებში ვამბობთ - ზურგის ქარს ვუსურვებ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, მთელი გუნდი წარმატებით შეასრულებთ მისიას".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი