„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი მცირე მთავრობის სტრუქტურა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს და იმ პირობებში, როცა „ძალაუფლების ცენტრი არის ბიძინა ივანიშვილი“, მნიშვნელობა არ აქვს გახარია და ბახტაძე „ერთ სამუშაო კაბინეტში ისხდებიან თუ სხვადასხვა სამუშაო კაბინეტში“.
„განვლილმა ექვსმა წელიწადმა ხომ დაგვანახა რომ თვითან თვემდე, დღიდან დღემდე უფრო და უფრო მძიმდება ვითარება და მდგომარეობა ქვეყანაში. ამიტომ, ბატონი გახარია და ბატონი ბახტაძე, პირდაპირი გაგებით, ერთ სამუშაო კაბინეტში ისხდებიან თუ სხვადასხვა სამუშაო კაბინეტში ისხდებიან, ამით მოქალაქეს რა ხეირი ან ნუგეში?! ამიტომ მიმაჩნია, რომ სიმძიმის ცენტრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ - ძალაუფლების ცენტრი არის ბიძინა ივანიშვილი და ყველა დანარჩენი სამინისტრო, ყველა დანარჩენი მინისტრი, ისინი წარმოადგენენ უბრალოდ ფიგურებს ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე და როგორც უნდა, როცა უნდა გადაანაცვლებს“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.