საუდის არაბეთის პრინცი, საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას იწყებს. ამ მიზნით, სპეციალურ დელეგაციას თბილისში, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი უახლოეს მომავალში გამოაგზავნის, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუდის არაბეთის პრინცის სტუმრობა საქართველოში, ნდობის კიდევ ერთ დადასტურებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საკმაოდ ძლიერ გზავნილს შეიცავდა.
„პრინცი აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაგზავნოს დელეგაცია, რომელიც საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას დაიწყებს. ეს არის ძალიან ძლიერი და პოზიტიური გზავნილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.