ფრაქცია „ევროპული საქართველოს - რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა ხარჯებს არ გაიზრდის, მცირე მთავრობის იდეის არასწორ გაგებას წარმოადგენს.
ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტში დღეს არსებული ბევრი „უყაირათო პროგრამის“ შემცირების ხარჯზე დღესვე გახდება შესაძლებელი სოციალური პროგრამების და პენსიის გაზრდა 50 ლარით.
„იმის თქმა, რომ ჩვენ ხარჯებს არ გავიზრდით, რასაც ახლა პრაქტიკულად ამბობს მამუკა ბახტაძე, ეს ნიშნავს მცირე მთავრობის იდეის არასწორ გაგებას და აუცილებელია და დღესაც ვიცით ძალიან ბევრი უყაირათო პროგრამა ბიუჯეტში, რომელიც შესამცირებელია და რომლის ხარჯზეც დღესვე შეიძლება სოციალური პროგრამების გაზრდა და პენსიის გაზრდა 50 ლარით, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ უნდა გაანაწყენოს საკუთარი პარტაქტივი, რომელიც სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ჰყავთ დასაქმებული“, განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.