ერთი მოწმის აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე დასკვნების გამოტანა და მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი. ძალიან სამწუხაროა, რომ „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების მხრიდან ხდება მტკიცებულებების ცალმხრივი გამოკვლევა. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ მტკიცებულებები ყოველმხრივ გამოვიკვლიოთ, ვსვამთ ძალიან კრიტიკულ კითხვებს და ვცდილობთ სიმართლის გარკვევას, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში, „ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებების პასუხად.
როგორ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შექმნისას საზოგადოებაში არსებული მთავარი კითხვები შეეხებოდა ფარდულს, გაღუნულ დანას და მირზა სუბელიანს.
„დღეის მდგომარეობით კი, სუბელიანი დაკავებულია, მეორე დღესვე გაირკვა, რომ დანა გაღუნული არ არის და ფარდულთან დაკავშირებითაც ასევე გაირკვა, რომ დღესვე, სანტიმეტრების სიზუსტით შეიძლება მისი აღდგენა საჭიროების შემთხვევაში და ნებისმიერი ექსპერიმენტის თუ სხვა მოქმედების ჩატარება. ამ ფონზე, ერთი მოწმის აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე დასკვნების გამოტანა და მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი.
„ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ასე თუ გააგრძელებენ ყველა მოწმის გამოკითხვის შემდეგ დასკვნების და კომენტარების კეთებას, სერიოზულად დააზარალებენ კომისიის იმიჯს და დამწყები გამომძიებლებივით დაემართებათ, ბრალის ფორმულირებას რომ ცვლიან ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.