საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ აქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის.
„საქართველოს სუვერენიტეტის, რეფორმების და უსაფრთხოების მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს მოახდინა, რაც არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი”, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) წარადგინეს.
„საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.