ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე შპს "ჯეთპაჩერ ჯორჯიას" მოქმედი და ყოფილი დირექტორები, გურამ კიკნაძე, დავით შონია, ზურაბ ებრალიძე და მალხაზ კერესელიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული საწარმო 2008-2012 წლებში სისტემატურად იმარჯვებდა ქალაქ თბილისის მერიისა და ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 8 252 729 ლარს.
გამოძიების ინფორმაციით, "ჯეთპაჩერ ჯორჯიას" მიერ, რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაცილებით ნაკლებია ქალაქის მერიისა და ძველი თბილისის გამგეობისთვის წარდგენილ, შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახულ ღირებულებაზე. კერძოდ, ბრალდებულები ოფიციალურ დოკუმენტებში უთითებდნენ ყალბ მონაცემებს, რის შედეგადაც მათ მიერ მითვისებულია სახელმწიფოს კუთვნილი, 2 027 145 ლარი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ცხრა წლამდე პატიმრობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.