დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლომ განაჩენი ბიძინა ივანიშვილის კარნახით გამოიტანა.
„პროკურატურა, რომელიც ხელს აფარებს მკვლელებს და მკვლელების მფარველებს და იგივენაირად იქცევა სასამართლო და აბსოლუტურად პრაქტიკულად ნდობა დაკარგული აქვს საზოგადოებაში ორივე ამ ინსტიტუტს. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ნაკარნახევით, მათ შეუძლიათ ნებისმიერი სახის სასჯელი გამოუტანონ ბატონ სააკაშვილს. რომ არსებობდეს სისხლის სამართლის კოდექსში დახვრეტის მუხლი, აუცილებლად გამოიყენებდა ბატონი ივანიშვილი ამ მუხლს იმ თვალსაზრისით, რომ რამენაირად იქნებ შეაკავოს ბატონი სააკაშვილი. დიახ, ივანიშვილი არ პასუხობს მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს. იგი პირად გამოწვევებზე რეაგირებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის შიშით", განუცხადა „რუსთავი 2"-ს ნიკა მელიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ სცნო.
მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 6 წლით თავისულების აღკვეთა განესაზღვრა.
მას 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.