მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში, 2017 წლის სექტემბრიდან, წარმატებით მუშაობს, მშვიდობის კორპუსის მოხალისე რაიან ნაკაო.
რაიანის ინიციატივით, ა.(ა).ი.პ. „მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ სახელოვნებო სკოლამ, მონაწილეობა მიიღო მშვიდობის კორპუსის საგრანტო კონკურსში, რაშიც მათ აქტიურად ეხმარებოდა რაიან ნაკაო. ერთობლივად დაიწერა პროექტი და სახელოვნებო სკოლამ მოიგო გრანტი 5000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული თანხით შეძენილი იქნა მოლბერტები, საღებავები, ფუნჯები, ფანქრები, პიანინოს ნოტები და სხვა საჭირო ინვენტარი, რაც სკოლის აღსაზრდელებს და პედაგოგებს საშუალებას მისცემს უფრო ნაყოფიერი გახადონ სასწავლო პროცესი. პროექტის ფარგლებში მასწავლებლებისთვის ჩატარდა სპეციალური ტრენინგებიც.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ნაყოფიერი შრომისთვის მადლობას უხდის რაიან ნაკაოს და „მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრს“ ბატონი გეგი ფალიანის ხელმძღვანელობით.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.