თერჯოლის მერმა გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
28-06-2018, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ არჩილ ქოჩიაშვილსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში, წყალწითელას უბანში იმყოფებოდა, სადაც გზის დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. დაზიანებული საყრდენი კედელი საფრთხეს უქმნიდა როგორც საავტომობილო გზას, ასევე იქ მცხოვრებ მოსახლეობას.

 


მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები დაათვალიერეს და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ. სამუშაოებს, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს, აწარმოებს შპს „ისტი“.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღსადგენად მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ 1,5 მილიონი ლარი გამოყო.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი