ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის სანქციების კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, იტყობინება „რია ნოვოსტი“. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა რუსეთზე, უკრაინასა და მინსკის შეთანხმებებზე ხანმოკლე დისკუსიის შემდეგ მიიღეს.
ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე რეაგირება მოახდინეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. სენატორმა კონსტანტინ კოსაჩევმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ანტირუსული სანქციების მიმართ ერთიანი შეხედულება არ არსებობს. მისი აზრით, ევროკავშირის გადაწყვეტილება დიდწილად უკრაინის ინტერესებით არის განპირობებული, ვიდრე რუსეთის.
რუსეთის მიმართ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა მიმდინარე კვირას იტალიის პრემიერ მინისტრი ჯუზეპე კონტე. მისი აზრით, აღნიშნული სანქციების გაგრძელება არ უნდა ხდებოდეს ავტომატურად.
უფრო მკვეთრი და კრიტიკული იყო სლოვაკეთის პრემიერი პიტერ პელეგრინი, რომელმაც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უაზრო უწოდა. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გაფუჭდა, ზოგიერთმა კომპანიამ რუსეთთან ვაჭრობის შესაძლებლობის არქონის გამო კი „თავიანთი ბაზრები დაკარგა“. შემზღუდავი ზომები მხოლოდ ზიანის მომტანია, მიიჩნევს სლოვაკეთის მთავრობის მეთაური.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.