წყალარინების სისტემაში ნარჩენების ჩაყრა ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას გამოიწვევს
29-06-2018, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალარინების სისტემაში ნარჩენების ჩაყრა ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას გამოიწვევს - პარლამენტის წევრების, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, კობა ლურსმანაშვილის, ენძელა მაჭავარიანის და ზაზა ხუციშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები, მეორე მოსმენით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დეპუტატებს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები მუხლობრივად გააცნო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და მთავრობის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებზე ისაუბრა.

 

 

მისი განცხადებით, კანონპროექტების ავტორებმა სრულად გაიზიარეს და მეორე მოსმენისთვის წარმოდგენილ რედაქციაში, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები ასახეს.

 

 

წარმოდგენილ კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. შესაბამისად, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლები აღნიშნულ საკითხებს მეორე და მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი