საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე ტელეკომპანია “დოჟდისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“ვფიქრობ, ეს მაშინ მოხდება, როდესაც საქართველოში არჩევნები იქნება, დაახლოებით წელიწადნახევარში, ვნახოთ, და როგორც კი ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ მე მათ ვჭირდები. მე არ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი, ვიცი რას ნიშნავს, როდესაც ქუჩაში გამოსული ასობით ათასი ადამიანის შეჩერება შეუძლებელია, როდესაც ეს მშვიდობიანად ხდება და როდესაც პოლიცია დემონსტრანტებს ყვავილებს ურიგებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.