საქართველო ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც სავალუტო ფონდს აქვს. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„საქართველოს მთავრობას და სავალუტო ფონდს არასდროს ჰქონიათ ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორიც დღეს აქვს. ეს ურთიერთობა გამოიხატება იმაში, რომ საქართველო ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც სავალუტო ფონდს აქვს. ეს მოთხოვნები არის სრულიად სამართლიანი და საქართველოსთვის სასარგებლო. ეს ეხება ბიუჯეტის დეფიციტს, მიმდინარე ანგარიშს, ეკონომიკურ ზრდას თუ სახელმწიფო ვალს. მაგალითად ბიუჯეტის დეფიციტი დღეს არის 3%-ზე ნაკლები. შედარებისთვის, 2010-2011 წელში 9%-იც იყო. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, სავალუტო ფონდი ითხოვს, რომ არ იყოს 60%-ზე მეტი, ჩვენი მსგავსი ქვეყნების შემთხვევაში კი 50%-ზე მეტი - ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 43% მომავალ წელს“, აცხადებს პაატა კვიჟინაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.