ნებოძირში, წიფასა და გოლათუბანში იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ხარაგაულის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს
29-06-2018, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში გზის დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

 

 

 


„მაღალთიან სოფელ წიფაში გზა 2 500 მეტრზე მობეტონდა, ხოლო სოფელ გოლათუბანში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენტრალური გზის 2 000-მეტრიან მონაკვეთს. პროექტები მთის განვითარების ფონდიდან ნახევარ მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

 

 

 


დღესვე, მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ნებოძირში მისასვლელი ცენტრალური გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერეს.

 

 

 

 

მობეტონდა გზის 1 000-მეტრიანი მონაკვეთი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 159 335 ლარით დაფინანსდა.

 

 

 


სტუმრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები, შეხვდნენ მოსახლეობას და მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50კმ. გზის მშენებლობას გულისხმობ.

 

 

 

 

გაესაუბრნენ ასევე, სოფელ წიფაში მცხოვრებ დემური ქურდაძეს, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მცირე ბიზნესი დაიწყო და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. ქურდაძეების ოჯახი საცხოვრებლად თბილისიდან აღნიშნულ სოფელში ერთი წლის წინ დაბრუნდა", აღნიშნულია ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი