გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რომელიც მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარად შეიძინა და 29 ივნისს მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა პირადად ჩაიბარა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მაღალი გამავლობის ნაგავმზიდები 18-19 კბ.მ. ტევადობისაა და ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაგავმზიდების შესაძენად ტენდერი პირველ მარტს გამოაცხადა, სადაც კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკვე ოთხი ნაგავმზიდი ემსახურება და ახალი მანქანების დამატების შემდეგ, ადმინისტრაციული ერთეულებიდან მყარი ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი", ნათქვამია გარდაბნის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.