საქართველოს პარლამენტის წევრი ილია წულაია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს და საგადასახადო დავალიანებების შესახებ პრემიერის ინიციატივას აფასებს.
„მაისის თვეში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რაც აჩვენებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიგვყავს. გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა, ფულადი გზავნილები. ამის ფონზე გვყავს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ იღებენ ამ წინსვლაში მონაწილეობას წარსულში დაკისრებული საგადასახადო დავალიანების გამო. ამიტომ ვფიქრობ პრემიერის ინციატივა ამ ვალების განულების შესახებ არის დროული და საჭირო. აღნიშნულ მეწარმეები ჩაერთვებიან საქართველოს ეკონომიკის ზრდაში, ქვეყნისთვის მნიშნველოვანი - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. სწორედ ეს სეგმენტია ქვეყნის სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის და ხალხის დასაქმების გარანტი”, განაცხადა ილია წულაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.