Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა რიცხვში მე-17 ადგილზეა. კვლევა „მსოფლიო მართლწესრიგი - 2018“ მსოფლიოს 142 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნებში მართლწესრიგის ინდექსის დადგენაა.
რეიტინგში საქართველოს ქულა 87-ით განისაზღვრა. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა. ათეულში მოხვდნენ: ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია, დანია.
რეიტინგში ყველაზე დაბალი - 44 ქულა ვენესუელას აქვს. საფრთხის შემცველი ქვეყნების ათეულში შედიან: ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა და სიერა ლეონე.
მართლწესრიგის ინდექსის დასადგენად მოქალაქეებს შემდეგ შეკითხვებს უსვამდნენ:
იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, გაქვთ თუ არა ნდობა ადგილობრივი პოლიციის მიმართ?
გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ, როდესაც ღამით მარტო სეირნობთ?
ბოლო 12 თვის განმავლობაში მოუპარავთ თუ არა თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრისთვის ფული ან რაიმე ნივთი?
ბოლო 12 თვის განმავლობაში ყოფილხართ თუ არა საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ან თავდასხმის მსხვერპლი?
მართლწესრიგის ინდექსის გასაზომად, სულ 148 000 მოქალაქე გამოიკითხა, როგორც სატელეფონო, ისე პირისპირ ინტერვიუებით. თითოეული ქვეყნიდან დაახლოებით 1 000 ადამიანი. მათი ასაკი 15 წელი ან მეტია. გამოკითხვა 142 ქვეყანაში ჩატარდა, ცდომილების ზღვარი ±2.1 დან ±5.6 -მდეა. კვლევის სანდოობა კი 95%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.