ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძის პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა მთლიანობაში გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე შარშან. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში გარკვეული ოპტიმიზმის საფუძვველს იძლევა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ემყარება ოპერატიულ ანგარიშგებას და დღგ-ს გადამხდელთა ანგარიშებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვე არ არის საკმარისი შორსმიმავალი დასკვნების გასაკეთებლად და ორი სამი კვარტალი მაინც უნდა შენარჩუნდეს ზრდა, რომ უფრო ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნას, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ წელს ეკონომიკური ზრდა მთლიანობაში გაცილებით მეტი იქნება ვიდრე შარშან“, აცხადებს ექსპერტი.
ამასთან, მისი თქმით, ყველაფერი შეფარდებითია და საქართველო იმდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომ სასურველია, ეკონომიკური ზრდა ორნიშნას მიუახლოვდეს, საუკეთესო შემთხვევაში კი, ორნიშნა იყოს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ზრდა 2007 წლის შემდეგ არ გვქონია. ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე პრემიერის განცხადება, რომ გვექნება ახალი საგადასახადო კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კოდექსი სასურველ რეჟიმში ჩააყენებს ბიზნესს და აკრეფილ სიჩქარეს შევინარჩუნებთ. რა თქმა უნდა არის რისკები, საქართველო მცირე ზომის ქვეყანაა და მხოლოდ შიდა პრობლემების მოგვარება არ არის საკმარისი”, განაცხადა სოსო არჩვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.