თერჯოლის მერი ჩეხეთის რესპუბლიკის, მორავიის მხარის ოლომოუცის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
29-06-2018, 19:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და მერიის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკის, მორავიის მხარის ოლომოუცის უნივერსიტეტის საერთაშორისო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს მერიის სააქტო დარბაზში შეხვდა და ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი პრინციპებზე, გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობასა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა პროცესების შესახებ ისაუბრა. ბონდო სოფრომაძემ სტუდენტთა კითხვებსაც უპასუხა, რაც მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის საკითხებს, პრიორიტეტებსა და მომავლის გეგმებს ეხებოდა.

 


ჩეხეთის რესპუბლიკის, მორავიის მხარის ოლომოუცის უნივერსიტეტის საერთაშორისო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე „ENPARD“-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დაათვალიერეს და ზოგადად, კოოპერატივების ფუნქციონირებასთან, სახელმწიფო ხელშეწყობასთან, მათი საქმიანობის მონიტორინგთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზეც მიიღეს ინფორმაცია.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი