თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) თავდაცვის რესურსების მართვის კურსი დასრულდა. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მიულოცა, კანადურ მხარეს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებსა და უწყებათაშორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესვე, მსმენელებს ლელა ჩიქოვანმა და კურსის ხელმძღვანელმა, როს ფეტერლიმ კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
ხუთდღიან ტრენინგს კანადის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. კურსის მიზანს თავდაცვის სფეროში რესურსების მართვისა და ოპტიმალური გამოყენების კუთხით გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ტრენინგი საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამა არსებობს. კანადური მხარის ორგანიზებითა და მხარდაჭერით საქართველოში სხვადასხვა კურსი იმართება. თავდაცვის რესურსების მართვის კურსში საქართველოს თავდაცვის უწყების გარდა, უკრაინისა და მონტენეგროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.