2018 წლის მაისიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ დაბა ჟინვალში, ორგანიზაციის „შინ მოვლის დიაკონური სამსახურისა“ და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შინ მოვლის პროგრამა ამოქმედდა.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე, საწოლს ან სახლს მიჯაჭვული პირების შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე, პროგრამით 12 ბენეფიციარი სარგებლობს. „შინ მოვლის დიაკონური სამსახურის“ კოორდინატორი მადონა ურკევიჩის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ძირითადი ამოცანაა დიმენციით დაავადებული ბენეფიციარების მოვლა. პროგრამის ბენეფიციარები სარგებლობენ შემდეგი მომსახურებით:
• სამედიცინო უზრუნველყოფა (ექიმის დანიშნულებისამებრ);
• სხეულის მოვლა და ჰიგიენა;
• საშინაო საქმეების მოგვარება;
პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე დასაქმებულია ორი ადგილობრივი ექთანი, რომელთაც ორგანიზაციის წყალობით, წარმატებით გაიარეს სამედიცნო კვალიფიკაციის ამაღლების კურსი.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.