შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთში ჯეიმს მელვილმა თანამდებობა დატოვა, რაც გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ევროპელი მოკავშირეებისადმი გაკეთებული კომენტარებისგან გამოწვეულ იმედგაწბილებას უკავშირდება.
როგორც BBC ჟურნალ Foreign Policy-ზე დაყრდნობით იუწყება, მელვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ტრამპის კომენტარებმა მას გადადგომის გადაწყვეტილება მიაღებინა.
ბოლო პერიოდში აშშ-ის სხვა მაღალი რანგის დიპლომატებმაც დატოვეს პოსტები. იანვარში, შეერთებული შტატების ელჩი პანამაში ჯონ ფილი თანამდებობიდან წავიდა, განაცხადა რა, რომ მას უკვე აღარ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპის ხელქვეით იმუშაოს.
ერთი თვით ადრე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კენიის დედაქალაქ ნაირობიში მოღვაწე აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა სომალიში ელიზაბეტ შაკელფორდმა, რომელიც მისი გადადგომის მიზეზთან დაკავშირებით მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონისადმი მიწერილ წერილში ამბობდა, რომ იგი თანამდებობას ტოვებდა იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა მიატოვა ადამიანის უფლებებზე, როგორც პრიორიტეტზე ზრუნვა, იტყობინება Foreign Policy.
კერძო ფეისბუქ განცხადებაში, რომელიც Foreign Policy-მ ნახა, მელვილმა მეგობრებს უთხრა: „პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ ‘ევროკავშირი იმისთვის არის დაფუძნებული, რომ შეერთებული შტატებისგან დაუმსახურებელი სარგებელი მიიღოს, რომ თავს დაესხას ჩვენს ღორულ ბანკებს’, ან კიდევ ‘ნატო არის ცუდი Nafta – [ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება]’ არა მხოლოდ ნამდვილად მცდარია, არამედ ამტკიცებს ჩემთვის იმას, რომ დროა წავიდე“.
მელვილი კარირეული დიპლომატია და ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთში 2015 წელს, ბარაქ ობამას მიერ იქნა დანიშნული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, მას მანამდე მაღალი დიპლომატიური თანამდებობები ეკავა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში და საუბრობს რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პარასკევს, მელვილის მიერ თანამდებობის დატოვება დაადასტურა. „დღეს შეერთებული შტატების ელჩმა ესტონეთში, ჯიმ მელვილმა, გამოაცხადა თავისი განზრახულობის შესახებ, გადადგეს თანამდებობიდან, საჯარო სექტორში 33-წლიანი სამსახურის შემდეგ, რაც ძალაში 29 ივლისს შევა“.
პრეზიდენტმა ტრამპმა ნატო-ს წევრები პარასკევს, მაშინ როცა ვაშინგტონიდან ნიუ ჯერსიში, თავის კერძო გოლფის კლუბში მიფრინავდა, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
მან ჟურნალისტებს ბორტ ნომერ ერთზე უთხრა, რომ ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა უნდა გაზარდონ თავიანთი ფინანსური წვლილი ბლოკისადმი.
„არ არის სამართლიანი, რასაც ისინი შეერთებული შტატების მიმართ აკეთებენ. შეერთებული შტატები გაცილებით მეტს იხდის დისპროპორციულად, ვიდრე რომელიმე სხვა [წევრი ქვეყანა]“, განაცხადა ტრამპმა იმ დროს, როცა ბრიუსელში ნატოს სამიტის გამართვამდე ორი კვირით ნაკლები დროა დარჩენილი.
პრეზიდენტად არჩევიდან მალევე დონალდ ტრამპმა ნატო-ს „დრომოჭმული ორგანიზაცია“ უწოდა, რასაც ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და ევროპის ლიდერების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.