"ბიბისის" ცნობით, პოლონელი მაღალჩინოსნები ვარშავის ერთ-ერთ რესტორანში ფარულად მაშინ ჩაწერეს, როდესაც მსოფლიო ლიდერებისა და ადგილობრივი პოლიტიკოსების მისამართით მოურიდებელ კომენტარებს აკეთებდნენ.
ერთ-ერთი ჩანაწერიდან ირკვევა, რომ რადოსლავ სიკორსკი, რომელიც ფარული ჩაწერისას საგარეო სქმეთა მინისტრი იყო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, დევიდ ქამერონს ევროკავშირის საქმეების მოგვარებაში "არაკომპენტენტურს" უწოდებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ვარშავის აშშ-სთან კავშირი "არაფრის მომტანია". სიკორსკი ჩანაწერებში ვულგარულ გამონათქვამებსაც იყენებს და ამბობს, რომ პოლონეთის აშშ-სთან დამოკიდებულება ორალურ სექსს ჰგავს.
სიკორსკი, რომელიც ბოლო პერიოდში პოლონეთის პარლამენტს თავმჯდომარეობდა, უარყოფს მსგავსი სიტყვების გამოყენებას, თუმცა თანამდებობას ტოვებს.
გავრცელებულ ფარული ჩანაწერებში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ბართლომეი სენკევიჩი ამბობს, რომ საჭირო იყო ქვეყნის ცენტრალური ბანკის თავმჯომარისთვის მიმართვა, რათა მთავრობას არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა.
აღნიშნული ჩანაწერები ერთ-ერთმა პოლონურმა გაზეთმა გამოაქვეყნა, რასაც მოსახლეობის გაღიზიანება და პროტესტი მოჰყვა. შედეგად თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის, ფინანსთა და სპორტის მინისტრებმა. მათი გადადგომის შესახებ განცხადებები პრემიერ-მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.