ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მესამე სექტორის მხრიდან სხვადასხვა აზრები გამოითქვა. მათ შორის გახმოვანდა პოზიცია - ხომ არ არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, იქედან გამომდინარე რომ ინციდენტში მონაწილე პირები ჯერჯერობით გამოკითხულები არ არიან.
„ჩვენც ამას ვამბობდით ბოლო დღეების განმავლობაში, მეორე რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეიძლება თანხმობაც კი იყოს, იმიტომ რომ ეს არ არის მაინცდამაინც პრაქტიკული და პრინციპული საკითხი. ასევე დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რამდენად აქვს კომისიას უფლება გასცეს რეკომენდაცია რეგლამენტის მიხედვით, ამ ტიპის რეკომენდაცია რომ კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რამდენად არის ამ პირის ქმედებაში დღევანდელი მოცემულობით და არსებული მტკიცებულებებით იმ დანაშაულის ნიშნები, რაც რეკომენდაციაშია მოცემული, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა 2 საათიან მსჯელობაზე. ჩვენი პოზიცია დაახლოებით რომ გითხრათ, ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, პრობლემას არ შევქმნით, გ. მ.-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე“, განაცხადა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.