„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა შეერთებულ შტატებში კონგრესმენებთან შეხვედრები გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დეპუტატის მისამართით გაჟღერებულ გამონათქვამებზეც იყო საუბარი და როგორც შალელაშვილი აცხადებს, „კონგრესმენებმა დაგმეს მისი [სააკაშვილის] განცხადებები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები 21-ე საუკუნეში მიუღებელია“.
შალელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ შეხვედრები გაიმართა აშშ-ის ათეულობით კონგრესმენთან, მათ შორის - ბრაიან მასტთან, შეილა ჯეკსონ ლისთან, როდნი დევისთან, პაულ ქოზართან, სტივ რასელთან, ერიკ პაულსთან და ა.შ. ყველა მათგანმა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა.
„ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩემი მისამართით გაჟღერებულ გამონათქვამებზე, კონგრესმენებმა დაგმეს მისი განცხადებები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები 21-ე საუკუნეში მიუღებელია.
გარდა ამისა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს. კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველო-აშშ-ის პარტნიორულ ურთიერთობებს მთელ რიგ საკითხებში.
შედგა შეთანხმება იმის შესახებ, რომ წელიწადში ორჯერ - საქართველოს და ამერიკაში ფორუმი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კონგრესმენები, საქართველოსა და ნატო-ს თემაზე მომუშავე ექსპერტები, ასევე დემოკრატიის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
ასევე ვისაუბრეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შშმ ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ, რომელიც თბილისში ჩემი ინიციატივით და სახსრებით შენდება, მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. კონგრესმენებმა სარეაბილიტაციო ცენტრთან დაკავშირებით აღფრთოვანება გამოხატეს და სოციალური მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ თითოეული შეხვედრა იყო ნაყოფიერი, კონგრესმენები ჩვენი ქვეყნის განვითარებას მტკიცედ უჭერენ მხარს. ასევე მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ უნდა მოხდეს დეოკუპაცია და დევნილთა ღირსეული დაბრუნება.
საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რა ტემპით ვითარდება ქვეყანა, რა უნდა გაკეთდეს, კონგრესმენები საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღნიშნავენ“, აცხადებს შოთა შალელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.