ეკონომიკის მინისტრი: „ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა“
01-07-2018, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ზოგადად, მაისის თვეში ეკონომიკური აქტივობა იზრდება, თუმცა, ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა“ დღეს გამოაქვეყნა, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა“, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა.



„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 7.5 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.3, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო ზრდა 6.1 პროცენტია.

 

 

„2018 წლის მაისში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას, პირველ რიგში, ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა, სადაც ექსპორტის 50.2 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა დღგ-სთან მიმართებაში და ამან დამატებითი ბიძგი მისცა ზრდის ტემპის დაჩქარებას. ასევე აღსანიშნავია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც 19.9 პროცენტით (40.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 245.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი; დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა; საფინანსო შუამავლობა; სასტუმროები და რესტორნები. გარდა ამისა, 2018 წლის მაისში დაფიქსირებულ ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. 2018 წლის მაისში საქონლის ექსპორტის 50.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 323.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის 25.2 პროცენტით გაიზარდა და 803.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

 

 

გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მაისში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 19.9 პროცენტით (40.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 245.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი