სახელმწიფო ბიუჯეტში ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები შემცირდება
11-06-2015, 04:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები შემცირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.


მისივე მტკიცებით, დაგეგმილი არ არის არც ერთი სოციალური პროექტის შემცირება.

 


“შემცირდება მხოლოდ ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები და არ მოხდება სოციალური პროექტების დაფინანსების შემცირება, მათ შორის არ შემცირდება ჯანდაცვის სამინისტროს პრაქტიკულად არც ერთი მიმდინარე პროექტი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.


რაც შეეხება ზოგადად ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შექმნილი ვითარება გარე ფაქტორებით არის გამოწვეული.


“სწორედ გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, რომ შემცირებულია ექსპორტი და ინვესტიციები – საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა რეგიონში მიმდინარე ფაქტორებმა, რაც აღნიშნულია ყველა ექსპერტის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებშიც, რომლებიც პირუთვნელად აფასებენ მდგომარეობას. თქვენ თუ გადახედავთ ჩვენს მეზობლებში არსებულ ვითარებას, მათ შორის გაცვლით კურსსა და ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში, ნახავთ, რომ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ შექმნილი რეალობით კმაყოფილი, მდგომარეობა სხვებთან შედარებით უკეთესია”, -განაცხადა ხადურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი