ყველა უწყებაში - იქნება თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ა.შ. რუსეთს ანუ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს ჰყავს თავისი წარმომადგენელი, მათ შორის თანამდებობებზე, ჯაშუშები და ამ ჯაშუშებს ფულს უხდის არა მტრულად განწყობილი სახელმწიფო, არამედ თავად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირის, პეტრე დევრიშაძის საკითხთან დაკავშირებით.
„ქვეყანაში ვერ ნახავთ ტენდერს, რომელიც ობიექტურად ტარდება. დავინახეთ ტენდერი როგორ მოიგო ჯაშუშმა, რომელმაც აღიარა, რომ არის ჯაშუში. მეტიც, რუსეთმა მისი გაცვლა მოითხოვა", განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის როგგარეშე სხდომის მოწვევა.
„სხდომაზე დავიბარებთ ბატონ გახარიას და ბატონ იზორიას. ასევე მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი სასწრაფოდ ჩანიშნავს უშიშროების საბჭოს სხდომას ამ საკითხის გარშემო. ეს არის ის საკითხი, რომლის მიღმაც უბრალოდ აღარაფერი აღარ არსებობს. ან ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ან ჩვენ ვიბრძვით დიახაც სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, ან მაშინ ღიად უნდა განაცხადოს „ქართულმა ოცნებამ", დიახაც, ჩვენ დავნებდით და ჩავბარდით რუსეთის ფედერაციას", აცხადებს ნიკა მელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.