ურეკში, ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს, 1 ივლისს, დაახლოებით, 07:00 საათზე მოხდა.
მოზარდი ზღვაში ორ თანატოლთან ერთად იყო შესული - მათი გადარჩენა მოხერხდა.
„მაშველებმა სანაპირო ზოლის დათვალიერებისას შენიშნეს ორი მოზარდი, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, მოზარდების წყლიდან ამოყვანის შემდეგ კი მათ მაშველებს უთხრეს, რომ ზღვაში მესამე მოზარდიც იმყოფებოდა. მაშველებმა მოგვიანებით 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს", იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.