საქართველოში დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 09:00 საათიდან მიმდინარეობს.
აბიტურიენტები გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდნენ.
მაღალი ტემპერატურის გამო, ქართული ენისა და ლიტერატურის და ზოგადი უნარების გამოცდების განრიგი შეიცვალა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისთვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).
5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე). 6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება.
დანარჩენი დღეების განრიგი ასეთია:
9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 9 - ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 10 - ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა; 10 - ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 13 - ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა; 16 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია; 17 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 19 - ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა; 20 - ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია; 23 - ივლისი (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 24 - ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება; 25 - ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 25 - ივლისი (პირველი სესია) - ქიმია; 26 - ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.