ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი თავის აფეთქებას აპირებდა.
როგორც ტელეკომპანია იტყობინება, მოიპოვეს იმ მოკლეტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს.
მოკლე ტექსტური შეტყობინებები Whatsapp-აპლიკაციითაა გაგზავნილი. მიმოწერა 2017 წლის 24 დეკემბრით თარიღდება.
„თემირლანი - იცი რა არის ისტიშხადი?
უცნობი - მე რა ვიცი?
თემირლანი - თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები
უცნობი - ხოო გავიგე
თემირლანი - და მას, ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა, როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში
უცნობი - ჰოო...
თემირლანი - და ზუსტად ასე მე უნდა ავიფეთქო თავი
თემირლანი - ქალაქში, მეტრო სადგურის მოედნის გაჩერების შიგნით
უცნობი - კარგი რა, საკმარისია
თემირლანი - თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის
უცნობი - ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი
თემირლანი - ის, ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი", „იმედის" ცნობით, ასეთია მიმოწერა თემირლან მაჩალიკაშვილსა უცნობ პიროვნებას შორის, რომლის ვინაობაც დადგენილი არ არის.
თემირლან მაჩალიკაშვილის ახმედ ჩატაევთან კავშირს უარყოფენ მისი ოჯახის წევრები.
„ჩემმა შვილმა რუსულად საუბარი არ შეეძლო, ჩეჩნურად წერა არ შეეძლო და ვიღაც ბავშვს ენდობოდა ამ დონის ტერორისტი, ამ დონის მეომარი, ამ დონის მებრძოლი ადამიანი?" აცხადებს მოკლული ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.